ისტორიული მატჩის დიდი მოლოდინი! - ყველა ბილეთი გაყიდულია!
Aa
Aa

ისტორიული მატჩის დიდი მოლოდინი! - ყველა ბილეთი გაყიდულია!

"ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე, საქართველოსა და ბელარუსს შორის, დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

26 მარტს გასამართ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი, "დინამო არენას" სალაროებში, 22 თებერვლიდან დაიწყო, 26 თებერვალს კი ბილეთების ლიმიტი სრულად ამოიწურა.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად, გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის "ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა თბილისის "დინამო არენაზე," 26 მარტს, 21:00 საათიდან გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს "პირველი არხის" ეთერში გადაიცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები