შთამბეჭდავია - ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესოდ დასახელდა
Aa
Aa

შთამბეჭდავია - ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესოდ დასახელდა

2020 წლის 30 იანვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 46.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგიდან“ ბრუნო ფერნანდეში შეიძინა.

პორტუგალიელმა შუახაზელმა მის სანაცვლოდ გადახდილი თანხის გამართლება პირველივე მატჩებიდანვე დაიწყო. ბრუნოს ანგარიშზე ამ მომენტისთვის 9 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.

ფერნანდეში დღეს პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთსო მოთამაშედ დასახელდა, რაც დებიუტანტისთვის უდაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა.

„ბავშვობაში „მანჩესტერში“ თამაშზე ვოცნებობდი და ახლა „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფნით ჩემი უდიდესი ოცნება ავიხდინე.

როდესაც ახალ გუნდში გადმოდიხარ ყოველთვის ფიქრობ პირველი გოლის გატანაზე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ გაიტან, მთავარია გაიტანო.

ჩემი სტარტით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტის გაკეთება მომიწევს, რათა უკეთესი გავხდე“.

აქვე გეტყვით, რომ თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ფერნანდეშმა მარკოს ალონსოს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, დომინიკ კალვერტ-ლივაინსა და ნიკ პოუპს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები