1 მილიონი ევრო კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად - გუარდიოლას სამაგალითო ჟესტი
Aa
Aa

1 მილიონი ევრო კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად - გუარდიოლას სამაგალითო ჟესტი

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გაიღო.

ესპანელი სპეციალისტის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მან ანხელ სოლერ დანიელის ფონდს გადაურიცხა, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი პერსონალისთვის სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას მოხმარდება.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ფონდის წარმომადგენლები პირბადეებს, დამცავ სათვალეებს, სამედიცინო ხელთათმანებს, სადეზინფექციო საშუალებებსა და აირწინაღებს შეიძენენ და მათ კატალონიაში მდებარე სამედიცინო ცენტრებს გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ ფონდმა კამპანია 21 მარტს დაიწყო და გუარდიოლას სამაგალითო ჟესტამდე მხოლოდ და მხოლოდ 33 000 ევრო ჰქონდა შეგროვებული.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 39676 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ბოლო საათებში 489-ით გაიზარდა და 2800-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები