თაუნსის დედას კოვიდ-19 დაუდგინდა და კომაშია -
Aa
Aa

თაუნსის დედას კოვიდ-19 დაუდგინდა და კომაშია - "ვლოცულობ ყველა ჩვენგანისთვის"

„მინესოტას“ ცენტრმა კარლ-ენტონი თაუნსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც საზოგადოებას აცნობა, რომ დედამისს კორონავირუსი დაუდგინდა და ის ამჟამად კომაში იმყოფება.

ჟაკლინ კრუზი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის შემდეგაც თაუნსმა დასთან ერთად მას საავადმყოფოში მისვლა და გასინჯვა ურჩია, რის შემდეგაც მას კოვიდ-19 დაუდგინდა. ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, როცა ტემპერატურამ 39-ს გადააჭარბა.

24 წლის კალათბურთელმა საზოგადოებას ემოციურად მიმართა და მათ ყველანაირი წესის დაცვისკენ მოუწოდა, რომელსაც ექიმები ვირუსისგან თავის დასაცავად გვირჩევენ:

„ის უფო და უფრო ცუდად ხდებოდა, არ მომჯობინებულა, პირიქით უფრო ცუდად გახდა.

დედაჩემი ყველაზე ძლიერი ქალია, რომელსაც ვიცნობ. ვიცი, რომ ის ამ ყველაფერს დაამარცხებს და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ ამით ბედნიერები ვიქნებით.

ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ, მაგრამ ეს სერიოზული ვირუსია. ამიტომ, ჩვენ ყველა არსებული ზომა უნდა დავიცვათ.

მე ჩემი „სთორი“ გამოვაქვეყნე იმ იმედით, რომ ყველანი დარჩებით სახლში. ჩვენ მეტი სამედიცინო აღჭურვილობა გვჭირდება და ამიტომ ექიმებს უნდა დავეხმაროთ.

დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დედაჩემს ეხმარება, ისინი ნამდვილი გმირები არიან. ვლოცულობ ყველა ჩვენგანისთვის ამ რთულ მომენტში“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 24 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 11 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 225 ადამიანი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით შტატებში კოვიდ-19-ის 54,935 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 784 ადამიანი, 379 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები