Aa
Aa

"ჩემი პირველი სეზონი რეალში ცუდია" - აზარმა სეზონზე, ევრო 2020-სა და Covid-19-ზე ისაუბრა

ედენ აზარმა ბელგიის საზოგადოებრივ მაუწეყბელს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „რეალის“ ვარსკვლავი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის „სამეფო კლუბში“ სადებიუტო სეზონს, გადადებულ ევროპის ჩემპიონატსა და, რა თქმა უნდა, კორონავირუსს.

„რეალში“ ჩემი პირველი სეზონი ცუდია, თუმცა ყველაფერი ცუდად ნამდვილად არაა, რაღაც დადებითების გამოძებნაც შეიძლება. ეს საადაპტაციო სეზონია, ამიტომ თუკი ჩემი განსჯა გინდათ, ეს მეორე სეზონის მიხედვით უნდა გააკეთოთ.

2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაგეგმილი მქონდა, თუმცა შემდეგ წლამდე ჩემი ტერფი კიდევ უფრო კარგ კონდიციაში იქნება და ფორმაშიც ჩავდგები. ვფიქრობ, გულშემატკივრისთვის რთულია, რადგან მათ სანაკრებო ტურნირების ხილვა ყოველ ზაფხულს სურთ. მეორე მხრივ, ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტებიც არსებობს, რამაც ტურნირის გადადება განაპირობა. ასე რომ, ისევე როგორც ყველა, მეც მომავალ ზაფხულს დაველოდები.

რაც შეეხება ვირუსს, მეც ცოტა შემეშინდა, თუმცა ბოლო დროს მუდმივად სახლში ვარ, სადაც არავინ მოდის და არც ჩვენ გავდივართ გარეთ. ვუფრთხილდები ყველას, რადგან თუკი მე დავინფიცირდი, ვირუსი სხვას არ გადავცე. განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანების გამო ვშიშობ, მათ მეტი პრობლემა აქვთ“.

აზარმა „რეალის“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. იგი ტერფის ტრავმის გამო მოედანზე ნოემბრიდან თებერვლამდე ვერ გავიდა, შემდეგ კი ისევ დაზიანება მიიღო და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები