''რესტორანში ფულს ყოველთვის ასათიანი იხდიდა'' - სიჩევი ქართველ თანაგუნდელს თბილად იხსენებს
რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი, დმიტრი სიჩევი, ''სიჩევისა და დენის კაზანსკის'' პოდკასტში მალხაზ ასათიანს იხსენებს. ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა თანაგუნდელმა მალხაზის ჩვეულება და მისი მათდამი დამოკიდებულება გაიხსენა.
''ჩვენ ყოველთვის ერთ ქართულ რესტორანში დავდიოდით. როცა მალხაზი მოდიოდა, კამათი იწყებოდა. ის სხვას არასდროს აძლევდა ფულის გადახდის უფლებას. როცა ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად რესტორანში ვიყავით, მალხაზი გვეტყოდა: ''თუ ფულს თქვენ გადაიხდით, მაწყენინებთ.'' უმჯობესი იყო, მისი წინადადება მიგვეღო, ასეც ვიქცეოდით.''
მოსკოვის ''სპარტაკისა'' და მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, დმიტრი სიჩევმა, კარიერა 36 წლის ასაკში სომხურ ''პიუნიკში'', გასული წლის მიწურულს დაასრულა.
???? Dmitri Sychev has ended his career
— Russian Premier Liga (@premierliga_en) December 20, 2019
???? Enjoy the goals by Sychev for Spartak and Lokomotiv#RPL #Spartak #Lokomotiv #Sychev pic.twitter.com/URoPIemodP
2003 წლის ზამთარში ასათიანი ქუთაისის ''ტორპედოდან'' მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გადავიდა, ხოლო სიჩევი რუსეთში 2004 წელს მარსელის ''ოლიმპიკიდან'' დაბრუნდა. 2004-10 წლებში სიჩევი და ასათიანი თანაგუნდელები იყვნენ.
მალხაზ ასათიანი ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 2003-10 წლებში მოსკოვის ''ლოკომოტივში'' თამაშობდა. 2008 წელს იჯარით კიევის ''დინამოში'' იასპარეზა.
ასათიანმა და სიჩევმა ''ლოკომოტივთან'' ერთად რუსეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ითამაშეს.