დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გამარჯვება: საქართველო - სომხეთი 7:0
Aa
Aa

დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გამარჯვება: საქართველო - სომხეთი 7:0

1997 წლის 30 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები 7:0 გაანადგურეს.

დაახლოებით 10 ათასი მაყურებლის წინაშე სომხების რბევა მე-12 წუთზე  შოთა არველაძემ დაიწყო. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე გიორგი ქინქლაძემ თერთერთმეტრიანით გაზარდა.

მეორე ტაიმში, დავით ყიფიანის გუნდი ბრწყინვალედ გამოვიდა და 5 გოლი გაიტანა. შოთა არველაძემ მეტოქის კარი 53-ე და 67-ე წუთებზეც აიღო და ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ზოიძე, ჩიხრაძე, შელია, ცხადაძე, ჯამარაული, ლობჟანიძე, კობიაშვილი, ნემსაძე, ქინქლაძე, ქეცბაია, შ.არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ტოგონიძე, შეყილაძე, მუჯირი, გოგიჩაიშვილი, გახოკიძე, ა.არველაძე, ყაველაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები