1998 წელი | ქეცბაიას ბრწყინვალე სოლორეიდი და ლამაზი გოლი საუთჰემპტონთან
Aa
Aa

1998 წელი | ქეცბაიას ბრწყინვალე სოლორეიდი და ლამაზი გოლი საუთჰემპტონთან

1998 წლის ზაფხულში პრემიერ ლიგის საწყის ორ ტურში კენი დალგლიშის ''ნიუკასლმა'' გამარჯვება ვერ მოიპოვა და შოტლანდიელი სპეციალისტი ჰოლანდიელმა რუდ გულიტმა შეცვალა. გულიტის დებიუტი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა, ''ნიუკასლი'' შინ ''ლივერპულთან'' განადგურდა, მაიკლ ოუენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ''მერსისაიდელებთან'' მარცხის შემდეგ ''კაჭკაჭები'' სტუმრად ''ასტონ ვილას'' ფეხბურთელებთან დამარცხდნენ.

1998-99 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში ''ნიუკასლმა'' პირველი გამარჯვება მეხუთე ტურში მოიპოვა. გულიტის გუნდმა ''საუთჰემპტონი'' 4:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში ალან შირერმა დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმის მიწურულს კი თემურ ქეცბაიამ შესანიშნავი სორო რეიდის შემდეგ ჩვეულ სტილში ძლიერი დარტყმით გაიტანა. ამ ეპიზოდში ქეცბაიამ მეტოქის ოთხ ფეხბურთელს აჯობა. მეოთხე გოლი სკოტ მარშალის ანგარიშზეა, სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ქეცბაიას ბრწყინვალე გოლი

1998-99 წლების სეზონში, თემურ ქეცბაიამ პრემიერ ლიგის 26 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფორვარდი ინგლისურ კლუბში 1997-2000 წლებში ასპარეზობდა და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ ითამაშა, თუმცა ''ნიუკასლმა'' ფინალური შეხვედრები დათმო.

ასევე ცალკე აღსანიშნავია, რომ 1997 წელს, თემურ ქეცბაიას გადამწყვეტი გოლით, ''კაჭკაჭები'' პირველად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები