ქინქლაძე, ანრი და სხვები - SKY SPORTS-ის გამოკითხვა ქომაგების ფავორიტი
Aa
Aa

ქინქლაძე, ანრი და სხვები - SKY SPORTS-ის გამოკითხვა ქომაგების ფავორიტი "სოლო-გოლი"

კორონავირუსისა და უფეხბურთობის გამო სპორტის ქომაგები თავის შექცევას ისტორიული მატჩებისა, თუ გოლების ნახვით ცდილობენ. 6 აპრილს, Sky Sports-მა პრემიერლიგის გულშემატკივრებში გამოკითხვა დაიწყო - მათ, უნდა ამოარჩიონ 11 ინდივიდუალური გოლიდან ერთ-ერთი.

ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო გახლავთ, რომ სიაში მოხვდა გიორგი ქინქლაძის დიდებული გოლი „საუთჰემპტონის“ კარში, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა 1996 წლის მარტში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 11 ნომინანტ გოლებს შორის, ქინქლაძის გოლზე ადრე მხოლოდ 2 მათგანია გატანილი.

ამ მომენტისთვის ქინქლაძის გოლს ხმათა 5% აქვს მოგროვებული. გამოკითხვას კი 32%-ით ტიერი ანრის გოლი ლიდერობს, რომელიც ფრანგმა 2004 წელს „ლივეპრულს“ გაუტანა.

სრული სიის ნახვა და გიორგი ქინქლაძის გოლისთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები