ოფიციალურად: ბუნდესლიგა 16 მაისს ბრუნდება!
Aa
Aa

ოფიციალურად: ბუნდესლიგა 16 მაისს ბრუნდება!

ბუნდესლიგა 16 მაისს რურის დერბით განახლდება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა ბუნდესლიგას საფეხბურთო მატჩების გამართვის უფლება მისცა.ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ცხადია, მატჩებს ქომაგები არ დაესწრებიან.

ინფორმაცია ბუნდესლიგის მმართველმა კრისტიან ზაიფერტმა ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

შაბათს, 16 მაისს შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

დორტმუნდი - შალკე

ლაიფციგი - ფრაიბურგი

ჰოფენჰაიმი - ჰერტა

დიუსელდორფი - პადერბორნი

აუგსბურგი - ვოლფსბურგი

ფრანკფურტი - გლადბახი

17 მაისს ''კიოლნი'' ''მაინცს'' უმასპინძლებს, ხოლო მიუნხენის ''ბაიერნი'' ბერლინის ''უნიონს'' ესტუმრება. ტური 18 მაისს ''ჰერტასა და ''ლევერკუზენის'' შეხვედრით დასრულდება.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი. სეზონის დასკვნითი ტურის მატჩები 27-28 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები