Aa
Aa

1 მილიარდი ახალი "სან სიროსთვის" - მილანმა და ინტერმა მერიას პროექტი წარუდგინეს

„მილანმა“ და „ინტერმა“ ქალაქ მილანის მერიას ახალი სტადიონისა და მისი შემოგარენში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შესახებ სპეციალური პროექტი წარუდგინეს.

კლუბები და ქალაქის ხელმძღვანელობა პროექტზე ერთობლივად გასული წლის ნოემბრიდან მუშაობდნენ.

„შემუშავებული კონცეფცია ამჟამინდელი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს, რომლებიც წელიწადში 365-ვე დღის განმავლობაში იმუშავებენ. მათში შედის სავაჭრო, სპორტული, კულტურული და დასასვენებელი ობიექტები, როგორც სტადიონის შიგნით, ისე მის გარეთ. ასევე გამწვანების ტერიტორია, რომელიც ახლა 56 000 კვადრატული მეტრია, 106 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.

ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტები ქალაქში ათასზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. გარდა ამისა, ქალაქ მილანისა და ზოგადად იტალიური ფეხბურთისთვის განვითარების ხელშემწყობი იქნება“.

თუკი ქალაქის ხელმძღვანელობამ პროექტი დააამტკიცა, მისი საერთო ღირებულება მილიარდ ევროზე მეტი იქნება. მის მიხედვით, სტადიონის ტევადობა 75 923-დან 60 000-მდე შემცირდება.

საფეხბურთო არენა „სან სირო“ 1925 წელს აშენდა, 1935 წლამდე მისი მფლობელი კლუბი „მილანი“ იყო, ხოლო ხსენებული წლიდან ქალაქ მილანის მერიის საკუთრებაშია. არენა 1980 წლიდან ჯუზეპე მეაცას სახელს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები