''მილანში'' 3 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

''მილანში'' 3 პირს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით ''მილანის'' 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ეტაპზე უცნობია აღნიშნულ პირებს შორის არიან თუ არა ფეხბურთელები.

როგორც Eurosport-ი იუწყება, ''ფიორენტინას'' 3 ფეხბურთელსა და 3 თანამშრომელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვთ.  გარდა ამისა, ''სამპდორიას'' 4 ფეხბურთელია ინფიცირებული.

ბერგამოს ''ატალანტას'' ფეხბურთელს, მარკო სპორტიელოს კორონავირუსი მარტში დაუდგინდა. მიმდინარე კვირაში ჩატარებული ტესტის მიხედვით სპორტსმენი კორონავირუსისგან განიკურნა.

მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, აპენინურ კლუბებს ფეხბურთელთა ინდივიდუალურად დატვირთვა 4 მაისიდან შეუძლიათ, 18 მაისიდან კი გუნდური სავარჯიშო პროცესის განახლების საშუალება მიეცემათ.

 სერია A-მ სეზონის დასრულების თარიღი 30 ივნისიდან 2 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები