რანგნიკის გეგმა: ''მილანს'' ნაგელსმანი გაწვრთნის
Aa
Aa

რანგნიკის გეგმა: ''მილანს'' ნაგელსმანი გაწვრთნის

ცნობილ გერმანელ სპეციალისტს, რალფ რანგნიკს ''მილანთან'' შეთანხმების შემთხვევაში იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად იულიან ნაგელსმანის დანიშვნა სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით რანგნიკი მთავარ მწვრთნელად მუშაობას არ აპირებს, თუმცა გუნდის დაკომპლექტების საქმეში დიდ როლს შეასრულებს. თუ შეთანხმება შედგა, სავარაუდოდ რანგნიკი სპორტული დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

რანგნიკმა Mitteldeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ''მილანთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ყველა დეტალებზე შეთანხმება არ მიღწეულა.

2019 წლის ზაფხულში რანგნიკმა ''ლაიფციგის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ''პროფესორი'' ნაგელსმანმა შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით ''ლაიფციგმა'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გააღწია და ბუნდესლიგაში მესამე ადგილზეა.

ბუნდესლიგის სეზონის დასრულებამდე ''ლაიფციგი'' მხოლოდ ''ბაიერნსა'' და ''დორტმუნდს'' ჩამორჩება, ნაგელსმანის გუნდი ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს, თუმცა შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ 32 წლის სპეციალისტმა გეზი სერია ა-სკენ აიღოს.

ნაგელსმანი ასაკის მიუხედავად საკმაოდ გამოცდილია, 2016-19 წლებში ''ჰოფენჰაიმში'' წარმატებით მუშაობდა, შემდეგ კი ''ლაიფციგი'' ჩააბარებს, სადაც ასევე ნაყოფიერად მოღვაწეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები