ლიპი:
Aa
Aa

ლიპი: "ეს გულისამრევია, ჩემპიონატი უნდა განახლდეს"

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარჩელო ლიპი იტალიაში, კერძოდ კი მათ ფეხბურთში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა.

ლიპის სიტყვებს Radio Deejay ავრცელებს:

„რაც დღეს იტალიაში ხდება, ეს გულს მირევს. ყველა ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა რატომღაც მხოლოდ თავიანთ თავზე ზრუნავენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მეცნიერებიც.

2020 წელია და კაცობრიობა მარსზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს, ამ დროს ვირუსის ვაქცინა ჯერაც არ არის შემუშავებული, ამ ყველაფერს წყობიდან გამოვყავარ. საფეხბურთო მატჩების განახლება? რა თქმა უნდა, ჩემპიონატი უნდა განახლდეს.

გვითხრეს, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ დიდ ხანს მოგვიწევდა. ამის გამო კი ფეხბურთის თამაში არ უნდა დავიწყოთ? ვირუსმა უკვე ძალა დაკარგა, ის ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც 2 თვის წინ იყო. შეზღუდვები მოხსნილია და ხალხი სამსახურებშიც დადის. საფეხბურთო ინდუსტრია ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია და ახლა ის რატომღაც გაჩერებულია“.

ბოლო ინფორმაციით, სერია ა-ს განახლება 13 ივნისს იგეგმება, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერაც არ არსებობს. მოსალოდნელია, რომ 12 ივნისს ლა ლიგაც განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები