NFL-ის მოთამაშე ავიაკომპანიას უჩივის - „თვითმფრინავში ჩემზე სექსუალურად იძალადეს“
Aa
Aa

NFL-ის მოთამაშე ავიაკომპანიას უჩივის - „თვითმფრინავში ჩემზე სექსუალურად იძალადეს“

NFL-ის მოთამაშემ, ვისი სახელიც არ ხმაურდება, United Airlines-ს სასამართლოში უჩივლა. სარჩელში წერია, რომ თებერვალში განხორციელებული ფრენისას ქალბატონმა იგი სექსუალურად შეავიწროვა და შემდეგ მასზე სექსუალურად იძალადა.

მოთამაშის თქმით, სტიუარდესებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს და ზომები დროულად არ მიიღეს, რის გამოც ის კომპანიისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სასამართლომ სარჩელი ორშაბათს მიიღო. NFL-ის მოთამაშე აცხადებს, რომ ქალბატონი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო და მის გარდა სექსუალურად კიდევ 3 მამაკაცი შეავიწროვა. სარჩელის მიხედვით, ქალბატონმა მოთამაშეს ხელი სასქესო ორგანოზე მოჰკიდა, მის მუხლებსა და თეძოებს შეეხო და პირბადე ჩამოაგლიჯა.

როგორც ირკვევა, უამრავი თხოვნის მიუხედავად, სტიუარდესებმა ქალბატონის სხვა ადგილას გადაყვანა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ის სექსუალურ ძალადობაზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები