იცით როგორ გამოიყურება სტამი ? - საკუთარ კლუბში იგი სხვა ფოტოთი წარადგინეს
Aa
Aa

იცით როგორ გამოიყურება სტამი ? - საკუთარ კლუბში იგი სხვა ფოტოთი წარადგინეს

გახსოვთ იააპ სტამი? გიგანტი ნიდერლანდელი მცველი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2007 წელს დაამთავრა. შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: ახალგაზრდული „ზვოლე“ და „აიაქსი“, 2 წელი „რედინგში“, მერე ისევ იყო „ზვოლე“ და „ფეინოორდი“.

როტერდამულ კლუბში სტამმა 6 თვე იმუშავა და ამსტერდამის „აიაქსთან“ 4:0 წაგების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს. „ფეინოორდში“ დიკ ადვოკაატი დაინიშნა, რომელმაც 20 მატჩში წაუგებლად იასპარეზა და გუნდი ქვეყნის თასის ფინალში გაიყვანა. 

სტამი კი უმუშევარი ცოტა ხნით იყო - ამერიკის შეერთებულ შტატებში, MLS-ის კლუბ „ცინცინატში“ დაუძახეს. იქ რამდენიმე ნიდერლანდელი ფეხბურთელია: იურგენ ლოკადია, სიმ დე იონგი და მაიკლ ვან დერ ვერფი.

კლუბში ბოლომდე კარგად არ იცოდნენ ვინ იყო იააპ სტამი. როგორც მინიმუმ, სახეზე მაინც, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტი ასეთი ფოტოთი წარადგინეს.

დიახ, დიახ, ფოტოზე იაპა სტამი არ არის. ესეც ნიდერლანდელი სპეციალისტია - ტინუს ვან ტონენბურკი, რომელიც „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშოაბს.

რა თქმა უნდა, ინტერნეტ სივრცეს ეს არ გამორჩა და "ცინცინატიზე" და ნიდერლანდელ მწვრთნელზე არაერთი სახალისო ფოტო თუ პოსტი გავრცელდა.

 "ცინცინატის" შეცდომას MLS-ის სხვა კლუბებიც გამოეხმაურენ და სტამს ასეთი ხერხით გაეხუმრნენ.

კლუბმა მალევე გამოასწორა შეცდომა და სოციალურ ქსელში სტამის ფოტო დაპოსტა, წარწერით: "მიესალმეთ , ჩვენს ნამდვილად ახალ მწვრთელს, იააპ სტამს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები