ტრიუმფი ათენში - დღე, როცა კალაძემ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო
Aa
Aa

ტრიუმფი ათენში - დღე, როცა კალაძემ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

2006-07 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარლო ანჩელოტის ''მილანმა'' რაფაელ ბენიტესის ''ლივერპული'' 2:1 დაამარცხა. მილანური კლუბის ქართველი მცველი კახა კალაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩის მიწურულს, მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში.

ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში 45-ე წუთზე ფილიპო ინძაგიმ გახსნა, 82-ე წუთზე იტალიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი დირკ კუიტმა 89-ე წუთზე შეაგდო.

კახა კალაძემ ჩემპიონთა ლიგა პირველად 2002-03 წლების სეზონში მოიგო, როცა ''მილანმა'' ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში ტურინის ''იუვენტუსი'' დაამარცხა.

ეს გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში 2004-05 წლის სეზონშიც შეხვდნენ და ძალიან დრამატულ მატჩში ინგლისურმა გუნდმა სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, შემდეგ კი პენალტების სერიაში გაიმარჯვა. 2 წლის შემდეგ ანჩელოტის გუნდმა რევანში აიღო.

კახა კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი მცველი ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები