Aa
Aa

UFC-მ დაადასტურა - ჯოჯუა 15 ივლისს, ხოლო დოლიძე 18 ივლისს იჩხუბებს

UFC-მ იმ ბრძოლების სრული სია გამოაქვეყნა, რომლებსაც აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძული უმასპინძლებს. 11 ივლისიდან 25 ივლისამდე მებრძოლთა კუნძულზე 4 ღონისძიება გაიმართება. UFC-ის გულშემატკივრები საერთო ჯამში 47 შერკინებას იხილავენ და მათ შორის ორი ბრძოლა ქართველების მონაწილეობით იქნება.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ში რომან დოლიძის დებიუტი 18 ივლისს შედგება და იგი ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდება. ლიანა ჯოჯუას რაც შეეხება, „მგელი“ მებრძოლთა კუნძულზე 15 ივლისს, დიანა ბელბიტას წინააღმდეგ იჩხუბებს.

რომან დოლიძის მეტოქე 25 წლის რუსი მებრძოლია და მას UFC-ში 2-დან 2 წაგება აქვს. ლიანა ჯოჯუას მოწინააღმდეგე კი, UFC-ის ოქტაგონზე მეორედ გავა და ჯოჯუას მსგავსად სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

აქვე გეტყვით, რომ UFC-ის ღონისძიებები 11, 15, 18 და 25 ივლისს ჩატარდება. ყველაზე დიდ ინტერესს 11 ივლისს ჩანიშნული UFC 251 იწვევს, რომლის ფარგლებშიც 3 სატიტულო შერკინება გაიმართება - კამარუ უსმანი - გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ, ალექსანდერ ვოლკანოვსკი - მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ და პეტრ იანი - ჟოზე ალდოს წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები