Aa
Aa

ვირტუალური წვეულება საქველმოქმედო მიზნებისთვის - შაკისა და გრონკის ინიციატივა

NBA-ის ლეგენდარული კალათბურთელი, შაკილ ონილი და NFL-ის თაით ენდი რობ გრონკოვსკი 3-საათიან ვირტუალურ წვეულებას გამართავენ და მიღებულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

ღონისძიების სახელი იქნება - „შაკის გასართობი სახლი გრონკის პლაჟის წინააღმდეგ“. წვეულების პირდაპირი ტრანსლაცია 20 ივნისს დაიწყება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს, სპეციალურად შექმნილ საიტზე, უფასოდ შეეძლება. გარდა ამისა, საქველმოქმედო წვეულების ტრანსლაცია 20 სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელდება, რომელთა შორის Facebook, Youtube, Twitter და Twitch-იცაა.

ამერიკული გამოცემები იუწყებიან, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას რეპერი Snoop Dogg-იც მიიღებს და მას სტივ აოკი და დიპლო შეუერთდებიან. მუსიკალური წარმოდგენების გარდა, მაყურებლები ონილისა და გრონკოვსკის დაპირისპირებასაც იხილავენ, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ჩელენჯში შეეჯიბრებიან.

ღონისძიების პარტნიორმა, DoorDash-მა პირობა დადო, რომ თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ, ერთ უფასო სადილს შეიძენს. ამასთან ერთად, მაყურებლებს კამერების დახმარებით, საშუალება ექნებათ პუბლიკას თავიანთი ცეკვა უჩვენონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები