Aa
Aa

კემ ნიუტონი კარიერას ნიუ ინგლენდში გააგრძელებს

ESPN-ის ინფორმაციით, „კაროლინა პანტერსის“ ყოფილი მოთამაშე, კემ ნიუტონი კარიერას „ნიუ ინგლენდ პეთრიოთსში“ გააგრძელებს. 31 წლის ქუორთერბექმა გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მინიმალურ ხელფასს მიიღებს, თუმცა ბონუსების შემთხვევაში მისი ანაზღაურება 7.5 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ნიუტონი 2011 წლის დრაფტზე პირველ ნომრად „კაროლინა პანტერსმა“ აირჩია, რომლის რიგებშიც მან 9 წელი გაატარა. იგი პრო ბოულის სამგზის მონაწილეა და 2015 წელს NFL-ის MVP-ც გახდა, თუმცა ბოლო ორ სეზონში მძიმე ტრავმები მიიღო და ჯამში სულ 16 შეხვედრა ჩაატარა.

ESPN ვარაუდობს, რომ კემ ნიუტონი „ნიუ ინგლენდის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იქნება. 2020-21 წლების სეზონის დაწყებამდე „პეთრიოთსი“ ლეგენდარულმა ტომ ბრეიდიმ დატოვა და გუნდში არც თუ ისე მაღალი დონის ქუორთერბექები, ჯარეტ სტიდჰემი და ბრაიან ჰოიერი დარჩნენ.

„კაროლინას“ რაც შეეხება, „პანტერსმა“ რამდენიმე კვირის წინ, ტედი ბრიჯუოტერი გაიფორმა და მომდევნო სეზონში სწორედ მის იმედზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები