Aa
Aa

"თაგვებს ისევ სოროში შეძვრომა მოუწევთ", - მატიჩის მხარდაჭერა ჯოკოვიჩს

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე რამდენიმე ჩოგბურთელი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. ამ ფაქტმა ხალხის გაღიზიანება გამოიწვია. ვირუსი დაუდასტურდა თავად „ნოლესაც“.

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი გამოუჩნდა. იყო უფრო რადიკალური ქმედებებიც. ხორვატიის ქალაქ სპლიტში ხულიგნებმა მას სიკვდილი უსურვეს. ერთ-ერთი სახლის კედელზე მათ ჯოკოვიჩის შეურაცხმყოფელი სიტყვები წააწერეს.

„მოკვდი ჯოკოვიჩ, შენი სიკვდილი ჩვენი ერთადერთი სურვილია. მოკითხვა სპლიტიდან. ღმერთო გვიშველე და დაგვიფარე“.

ნოვაკს მხარდამჭერებიც საკმაო რაოდენობით ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩია.

„ბოლო დროს ჯოკოვიჩის წინააღმდეგ მთელი კამპანია დაიწყო იმის გამო, რომ მან ბელგრადში საჩოგბურთო ტურნირი ჩაატარა. სერბული კანონმდებლობით მას არაფერი დაუშავებია. ტურნირიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

მიუხედავად ამისა, თაგვები სოროდან გამოძვრნენ და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს კრიტიკა დაუწყეს. მე, ამ ყველაფერს არ განვიცდი, რადგან მალე კატა კორტზე დაბრუნდება და თაგვებს ისევ სოროში შეძვრომა მოუწევთ.

ერთადერთი, რისთვისაც ჯოკოვიჩს ვაკრიტიკებ არის ის, რომ მან თაგვებს ბოდიში მოუხადა. ის, უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს და საბოდიშო არაფერი იყო. არა „ნოლე“, ისინი მალე თავად გთხოვენ პატიებას“. - განაცხადა მატიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ნოლეს“ მოწყობილ ტურნირზე სერბის გარდა მისი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი, ჩოგბურთელები გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ვიქტორ ტროიცკი დაინფიცირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები