„შუგარ რეი ლეონარდი ჩემზე წინ არ უნდა იყოს“ - მეივეზერი გაბრაზებულია
Aa
Aa

„შუგარ რეი ლეონარდი ჩემზე წინ არ უნდა იყოს“ - მეივეზერი გაბრაზებულია

ფლოიდ მეივეზერი ყველა დროის საუკეთესო ნახევრად საშუალოწონოსანი მოკრივეების რეიტინგს გამოეხმაურა. უცნაურია, მაგრამ სიის ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა მას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რეიტინგში პირველ ადგილს ლეგენდარული შუგარ რეი ლეონარდი იკავებს. მეორე პოზიციაზე ფლოიდ მეივეზერი იმყოფება, ხოლო მენი პაკიაო მესამეა. ფლოიდი ასეთ განაწილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ შუგარ რეი ლეონარდი ნომერ პირველი არ უნდა იყოს.

„ეს სრული სიგიჟეა. ვიღაცამ ყველა დროის საუკეთესო ნახევრად საშუალოწონოსანი მოკრივეების სია გამომიგზავნა და მათ პირველ ადგილზე შუგარ რეი ლეონარდი გაამწესეს.

ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შუგარ რეი გახლავთ მოკრივე, რომელმაც გზა გამიკვალა, მაგრამ როგორ შეიძლება ნომერ პირველი იყოს ბიჭი, ვინც მსუბუქწონოსან რობერტო დურანთან დამარცხდა?

ეს ყველაფერი არაა. ისინი ხუან მანუელ მარკესზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ის ჩემთვის ზედმეტად პატარა იყო. არადა, მარკესმა რეიტინგის მესამეადგილოსანი მენი პაკიაო დაანოკაუტა. მარკესი ჩემთვის ზედმეტად პატარა იყო, მაგრამ პაკიაოსთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა?!

სრული სიგიჟეა ეს ადამიანები კრივის ექსპერტები რომ არიან. თუ ნამდვილად ექსპერტი ხარ, კონკრეტულ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე კვლევა უნდა ჩაატარო".

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა კარიერა მარცხის გარეშე დაასრულა და 50-დან ყველა ბრძოლა მოიგო. შუგარ რეი ლეონარდის ანგარიშზე კი, 36 მოგება, 3 მარცხი და 1 ფრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები