Aa
Aa

"პასუხი უარყოფითია" - ჯოკოვიჩი Covid-19-ისგან განიკურნა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე, ელენა რისტიჩი Covid-19-ისგან განიკურნენ. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის მეუღლე ელენას Covid-19-ზე ტესტი ჩაუტარდათ და მან უარყოფითი პასუხი აჩვენა. მათ სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ტესტი ექიმების რჩევის შემდეგ ჩატარდა.

ორივე მათგანმა გასული 10 დღე თვითიზოლაციაში გაატარა და სპეციალურად შემუშავებულ პროტოკოლს, უსაფრთხოების ზომებსა და წესებს ზედმიწევნით იცავდნენ“.

მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და მის მეუღლეს Covid-19 ცხრა დღის წინ დაუდასტურდათ. ვარაუდობენ, რომ ჯოკოვიჩი ვირუსით მის მიერ ორგანიზებულ Adria Tour-ზე მონაწილეობისას დაინფიცირდა.

ამავე ტურნირის შემდეგ ვირუსი გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩსა და ვიქტორ ტროიცკისაც დაუდგინდათ. მათ შესახებ ახალი ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები