''ლეგენდა და ნამდვილი მეომარი'' - გორგოძეს ტულონი და ბოთა ემშვიდობებიან
Aa
Aa

''ლეგენდა და ნამდვილი მეომარი'' - გორგოძეს ტულონი და ბოთა ემშვიდობებიან

ფრანგულ ''ტულონთან'' კონტრაქტის ვადა მამუკა გორგოძეს ამოეწურა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერა დაასრულა. 2019-20 წლების სეზონის მეორე ნახევარი ქართველ სპორტსმენს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუცდა და დაგეგმილ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

გორგოძემ კარიერის დასრულების შესახებ საჯარო განცხადება მიმდინარე წლის მარტში გააკეთა. ტელეკომპანია ''იმედთან'' საუბარში დაადასტურა, რომ რაგბიდან წასვლას გეგმავდა.

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ფრანგული კლუბი გორგოძის წასვლას გამოეხმაურა: ''ტულონში'' 6 სეზონი გაატარა, 110 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. დიდი მადლობა ჩვენს მებრძოლს.''

აღნიშნულ სიტყვებს ფრანგულმა კლუბმა გორგოძის კარიერიდან რამდენიმე ფრაგმენტი დაურთო.

გორგოძის სპორტიდან წასვლას სამხრეთაფრიკელი მორაგბე ბატის ბოთა გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი დაწერა: ''საოცარი მოთამაშე, მას ბევრი საუბარი არ უყვარდა, თუმცა მინდორზე ნამდვილი მეომარი იყო, ჩვენი სტილი იდენტური იყო. მივესალმები მამუკას, შენ ლეგენდა ხარ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები