„ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ“ - ჭიდაობის ფედერაციის განცხადება
Aa
Aa

„ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ“ - ჭიდაობის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ იური ლომაძესთან დაკავშირებით, რომელიც გატაცებისა და წამების ბრალდებითაა დაკავებული, კომენტარი გააკეთა.

კიკაბიძემ ლომაძე დადებითად დაახასიათა და საზოგადოებას ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ლომაძე, რომელიც 72 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, 5 ივნისს დააკავეს. მასთან ერთად, სამართალდამცველებმა მისი ძმა, ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი დააპატიმრეს.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები