ლაბორატორიის შეცდომა და კორონავირუსის 19 შემთხვევა ბულგარულ გუნდებში
Aa
Aa

ლაბორატორიის შეცდომა და კორონავირუსის 19 შემთხვევა ბულგარულ გუნდებში

ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ორი გუნდის, „ცარსკო სელოსა“ და „ჩერნო მორეს“ 19 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, „ცარსკო სელოს“ უკანახაზელი, მარტინ კავდანსკი Covid-19-ით იყო ინფიცირებული, მაგრამ მოედანზე მაინც გავიდა. საქმე ისაა, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე, კავდანსკისა და სხვა ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარდათ. ლაბორატორიამ, რომელმაც ტესტები ჩაატარა, კლუბსა და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა, რომ ყველა პასუხი უარყოფითი გახლდათ, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და კავდანსკის ტესტის პასუხი დადებითი იყო.

2 ივლისს, „ცარსკო სელო“ სწორედ „ჩერნო მორეს“ დაუპირისპირდა და კავდანსკიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა. შედეგად, Covid-19 „ცარსკო სელოს“ 3 და „ჩერნო მორეს“ 16 ფეხბურთელს დაუდგინდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებებში კლუბებმაც დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ 16 ინფიცირებულის მიუხედავად, „ჩერნო მორე“ მატჩებში მონაწილეობის შეწყვეტას არ აპირებს და მზადაა მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები