Aa
Aa

25 და მეტი გოლი მეათედ - რონალდუს მორიგი გამორჩეული შედეგი

კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ „მილანს“ გაუტანა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 გოლი მოაგროვა. პორტუგალიელის ეს შედეგი გამორჩეული მაჩვენებელის წინაპირობა გამოდგა.

2007-08 წლების სეზონიდან მოყოლებული რონალდუმ ტოპ 5 ჩემპიონატის ეგიდით ერთ სეზონში 25-ზე მეტი გოლი მეათედ გაიტანა. ეს მაჩვენებელი ლიონელ მესის შედეგის იდენტურია.

კრიშტიანუმ გუშინდელ მატჩში რაბიოს გოლის შემდეგ შეაგდო და „იუვე“ 2:0 დააწინაურა, თუმცა მისმა გუნდმა „როსონერისთან“ შეხვედრა 2:4 დათმო.

პორტუგალიელმა უქმეებზე „ტორინოსთან“ გატანილი გოლით „იუვეს“ 59-წლიანი რეკორდი გაიმეორა. 1961 წელს ომარ სივორის დამყარებული რეკორდის შემდეგ იგი „ვეკია სინიორას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის ერთ სეზონში 25 გოლი შეაგდო.

„ბებერი ქალბატონი“ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ისევ 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ტურინელები მომდევნო რაუნდში თავიანთ არენაზე ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები