Aa
Aa

"ასეთ შემთხვევაში კარიერას დავასრულებ", - ფედერერი დასაბრუნებლად ემზადება, თუმცა...

38 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ამბობს, რომ ტურნირებზე გამოსვლის შემდეგ, თუ პირველი რაუნდებიდან ნაადრევად გამოვარდნას დაიწყებს, იგი კარიერას დაასრულებს.

„ძველებურად ძალიან მოტივირებული ვარ. ვგრძნობ, რომ საუკეთესოებთან კონკურენციის შესაძლებლობა მჭირდება, რათა დავრწმუნდე, რომ ჯერ ისევ შემიძლია დიდი ტურნირების მოგება.

მჭირდება ისეთი მომენტები, როგორიც შარშან უიმბლდონზე მქონდა. მაშინ მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თუ, დავიწყებ ყოველ კვირა მეორე წრეში წაგებას, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მივხვდები, რომ ჩემი დრო წავიდა და კარიერას დავასრულებ. როცა ოჯახი გყავს უნდა გესმოდეს, რომ ყველაფერი იცვლება. კომპრომისებზე წასვლას იწყებ, რადგან იცი, რომ პრიორიტეტი ოჯახია“.

ფედერერმა მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა როჯერი 2020 წელს კორტზე გასვლას არ გეგმავს, იგი ჩოგბურთს 2021 წლიდან დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობაზე ტრავმირებული ფედერერის გარდა მონაწილეობის მიღებას დიდი სამეულიდან არცერთი არ აპირებს. ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი არსებული პირობებით და უსაფრთხოების ზომების ზედმეტი სიმკაცრის გამო აშშ-ს დიდ სლემზე გამოსვლას არ გეგმავენ.

ნადალი უკვე როლან გაროსისთვის მზადებას შეუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები