Aa
Aa

ზიდანი: „გვიხარია, მაგრამ ტიტული ჯერ არ მოგვიგია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თვლის, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ფრანგი სპეციალისტი „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ ესპანურ გამოცემებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და ბურთს შესანიშნავად ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარი ჩავაგდეთ, მაგრამ ეს მეტოქის დამსახურებაც იყო.

რატომ ვყვიროდი საფინალო სასტვენის შემდეგ? იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვების შემდეგ, ასეთი რეაქცია სავსებით ნორმალურია. ამასთან ერთად, ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ მათ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს.

ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და ტიტული ჯერ არ მოგვიგია. გვიხარია, მაგრამ ვიცით, რომ 6 ქულა გვაკლია“.

„რეალმა“ „გრანადა“ მენდისა და ბენზემას გოლებით 2-1 დაამარცხა და ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა. „სამეფო კლუბს“ 83 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბარსელონას“ 4 ქულით უსწრებს. „ბლანკოსს“ ჩემპიონობის გაფორმება 16 ივლისს შეეძლება, როცა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ვილიარეალს“ დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები