ახალი საწარმო - რუსთავში ტოპ კლუბების სპორტული ტანსაცმელი შეიკერება
Aa
Aa

ახალი საწარმო - რუსთავში ტოპ კლუბების სპორტული ტანსაცმელი შეიკერება

ქალაქ რუსთავში ახალი სამკერვალო ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა,რომელიც ფუნქციონირებას 4 თვეში დაიწყებს და მასში 3 000 ადამიანი დასაქმდება.

ახალ საწარმოში ცნობილი საფეხბურთო კლუბებისა (ლივერპული,ჩელსი,დორტმუნდ და ა.შ)  და ნაკრებებისთვის (ხორვატიის,პოლონეთის და ა.შ.)  სპორტული ტანსაცემლი შეიკერება.

რუსთავში შეიკერება Nike-ის, ADIDAS-ის, Puma-ს, Lotto-ს, Erima-ს სპორტული ტანსაცმელი, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance”-სა და “Under Armour”-ის ბრენდები. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

გიორგი გახარია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„აჭარა ტექსტილი“ 2008 წელს დაარსდა. პირველი საწარმო, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, არსებული უკვე დანგრეული ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე აშენდა. მას შემდეგ, 2011 წელს გადაწყდა ახალი ბრენდების მოზიდვა და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში გაიხსნა. ხოლო უკანასკნელი ინვესტიცია, რომელიც 2016 წლის ბოლოს დაიგეგმა და 2017 წლის ბოლოს უკვე ფუნქციონირებს, ფოთში გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები