პირველი ტურნირი პანდემიის შემდეგ - ბასილაშვილი კორტს უბრუნდება
Aa
Aa

პირველი ტურნირი პანდემიის შემდეგ - ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს. ეს, პანდემიის შემდედგ ATP-ის მიერ ორგანიზებული პირველი ტურნირი იქნება, რომლის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია.

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი ტურნირის წინასწარ განაცხადში უკვე იმყოფება.

გათამაშება 14 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას 48 ჩოგბურთელი მიიღებს, მათ შორის 38 ძირითად ბადეში იქნება (ბასილაშვილიც).

ტურნირზე ტოპ 10-ის წარმომადგენლებიდან რუსი დანილ მედვედევი (5),ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6) და ბელგიელი დავიდ გოფინი (10) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, 22 მაისს დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა, რაზეც მას შემდეგ ძიების პროცესი მიმდინარეობს.

24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები