ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო
Aa
Aa

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე 16 ივლისს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა გადაიდო. ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ CrystalSport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პროკურატურამ სასამართლოს დამატებითი ვადა მოსთხოვა, რადგან მტკიცებულებების წარდგენა დათქმულ დროში ვერ შეძლო.

CrystalSport-ი ნელი დოროყაშვილის ადვოკატსაც ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადადების მიზეზი სათანადო ხარისხის მტკიცებულებების ვერწარდგენა არ ყოფილა და სხდომა მცირეწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო. ასევე, მისი განცხადებით, ძიების პროცესში გამოიკვეთა ახალი დეტალები, რის განსახილველადაც პროკურატურამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. ნელი დოროყაშვილის წარმომადგენლების განცხადებით, წინასასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურამ გამოძიებისთვის თავდაპირველადვე მოთხოვნილი მაქსიმალური ვადები ამოწურა და სასამართლოსგან დამატებითი დრო ითხოვა.

ბასილაშვილი აქტიურ სავარჯიშო პროცესს აგრძელებს და პანდემიის შემდეგ გასამართ ATP-ის პირველი ტურნირისთვის ემზადება. იგი აშშ-ში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები