თვითმკვლელობის ვერსიით მოსკოვში 20 წლის მოციგურავე გარდაიცვალა
Aa
Aa

თვითმკვლელობის ვერსიით მოსკოვში 20 წლის მოციგურავე გარდაიცვალა

მოსკოვში მაღალსართულიანი შენობიდან ვარდნის შედეგად 20 წლის მოციგურავე ეკატერინა ალექსანდროვსკაია გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით განიხილება თვითმკვლელობის ვერსია. სპორტსმენმა დატოვა წერილი, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: ''მიყვარს.''

სპორტსმენის დედა დიდი ფსიქოლგიური დარტყმიდან გამომდინარე კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილ სპორტსმენს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ლუტანიზმით იყო დაავადებული, რაც მძინარე მდგომარეობაში სიარულს გულისხმობს.

ეკატერინა ალექსანდროვსკაია 2001 წელს მოსკოვში დაიბადა, თუმცა 2016 წლიდან მოყოლებული ავსტრალიის სახელით ასპარეზობდა.

2019-20 წლების სეზონი მისთვის წარმატებული არ გამოვიდა. მისი კარიერის საუკეთესო სეზონად 2017-18 წლები მიიჩნევა, როცა წყვილთა შორის ჰარლი უინძორთან ერთად მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები