Aa
Aa

ჰემილტონმა უნგრეთის გრან-პრი მოიგო და შუმახერის შედეგი გაემეორა

ლუის ჰემილტონმა უნგრეთში გამართული გრან-პრი მოიგო და 2020 წლის სეზონის ტრიუმფით დასრულებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ბრიტანელმა პილოტმა კონკრეტულად უნგრეთის გრან-პრიზე მერვედ გაიმარჯვა და მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა. „შუმიმ“ ასევე 8-ჯერ საფრანგეთის გრან-პრი მოიგო.

ჰემილტონმა კარიერაში 86-ე გრან-პრის ჩემპიონობა იზეიმა, იგი სეზონის საერთო ჩათვლაშიც პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ვალტერი ბოტასის 5 ქულით უსწრებს.

შემდეგ გრან-პრის უკვე დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო პილოტები 31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები