ვიქტორ სანიკიძე:
Aa
Aa

ვიქტორ სანიკიძე: "შენგელია ევროლიგის ტიტულს მიუახლოვდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კალათბურთელმა და ამჟამად ბერძნული ''არისის'' სპორტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ sports.ru-სთან მოსკოვის ცსკა-სა და თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა.

რომ შევხედოთ ცსკას შემადგენლობას, ის შთამბეჭდავად გამოიყურება. დიმიტრის იტუდის გუნდში სამი ისეთი კალათბურთელია, რომლებიც გასულ ევროლიგაზე ტოპ-6 მოთამაშეში შევიდნენ: მაიკ ჯეიმსი, ნიკოლა მილუტინოვი და თორნიკე შენგელია.

ამასთანავე, გასული ევროლიგის ოთხთა ფინალის MVP - უილ კლაიბერნი. ცსკა, ცალსახად, მომავალი ევროლიგის ფავორიტია. იმედია, კონკურენტი გუნდებიდან რომელიმე NBA-დან კალათბურთელს დაიმატებს. სასიხარულოა, რომ თოკომ ესპანური კარიერა ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. ცსკა-მ გაიფორმა ევროპის საუკეთესო მეოთხე ნომერი, ხოლო თოკო, ამ შეთანხმებით, ევროლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა", - აღნიშნა სანიკიძემ.

ევროლიგა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. მანამდე კი შენგელიას დებიუტი "VTB ლიგაში" შედგება. 23 სექტემბერს ცსკა ნურ-სულთანში „ასტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები