ეკიპი: გორგოძე და ზირაქაშვილი გამოსათხოვარ მატჩში ითამაშებენ
Aa
Aa

ეკიპი: გორგოძე და ზირაქაშვილი გამოსათხოვარ მატჩში ითამაშებენ

ფრანგული ''ეკიპის'' ცნობით იმ მორაგბეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო კარიერა დაასრულეს და სეზონის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, გამოსათხოვარი მატჩი ჩატარდება. მათ შორის მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი ფიგურირებენ, რომლებიც კარიერის უკანასკნელი სეზონი პანდემიის გამო სრულფასოვნად ვერ ჩაატარეს.

ფრანგული გამოცემის ცნობით საფრანგეთის მორაგბეთა კავშირი აღნიშნული მატჩის გამართვას გეგმავს, თუმცა რა პრინციპით შეირჩევიან მორაგბეები და გუნდებში როგორ გადანაწილდებიან, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე უცნობია შეხვედრის გამართვის თარიღი და ადგილი.

35 წლის მამუკა გორგოძემ საფრანგეთში 15 წელი გაატარა, 2005-14 წლებში ''მონპელიეს'' ღირსებას იცავდა, 2014 წელს კი კარიერის ბოლომდე ''ტულონის'' მოთამაშე და ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო.

რაც შეეხება ზირაქაშვილს, 36 წლის მორაგბე 2004 წლიდან ''კლერმონის'' ღირსებას იცავდა და გუნდში 16 წელი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები