ვეტერანი მორაგბე არჩილ ლაგოშვილი გარდაიცვალა
Aa
Aa

ვეტერანი მორაგბე არჩილ ლაგოშვილი გარდაიცვალა

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ქართველი მორაგბის, არჩილ ლაგოშვილის გარდაცვალების გამო.

1957 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ლაგოშვილი თამაშობდა “ტექნიკური უნივერსიტეტისა” და „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში. ის იყო 1978, 1979 და 1980 წლების საქართველოს თასის მფლობელი,საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი.

აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, არჩილი წლების განმავლობაში ავარჯიშებდა ‘ყოჩების’ ბავშვთა გუნდებს.

Crystalsport.ge-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები