ცსკას პრეზიდენტმა შენგელიაზე ისაუბრა - მან თოკოს პატრიოტიზმს ხაზი გაუსვა
Aa
Aa

ცსკას პრეზიდენტმა შენგელიაზე ისაუბრა - მან თოკოს პატრიოტიზმს ხაზი გაუსვა

ცსკას პრეზიდენტმა ანდრეი ვატუნინმა „სპორტ ექსპრესს“ ვრცელი ინტერვიუს მისცა.

რუსმა ბიზნესმენმა საქართველოს ნაკრებისა და ცსკას კალათბურთელზე თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა.

დიახ ჩვენ მზად ვართ შენგელია ნაკრებში გავუშვათ. მაგრამ იმედია სანაკრებო თამაშები ცსკას შეხვედრებს არ დაემთხვევა. მაგრამ ჩვენ ზრდასული ადამიანები ვართ და ყოველთვის მოვრიგებდით. წლევანდელი შესარჩევი ეტაპი საქართველოსთვის მნიშვენელოვანი არ არის იმიტომ,რომ ისინი ევრობასკეტის მასპინძლები არიან და ჩემპიონატის საგზრური ავტომატურად აქვთ. მომავალი წელი კი თოკოსთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ნაკრებს შენგელია დასჭირდება.იმიტომ,რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი უნდა ითამაშონ. შენგელია ერთადერთი კალათბურთელია,რომელსაც კონტრაქტში უდევს ნაკრებში წასვლის პუნქტი და ეს ფაქტი მის პატრიოტიზმს ხაზს უსვამს. ვფიქრობ,რომ თოკოს პრეცენდეტი იმოქმედებს სტრუქტურის დანგრევაზე“- განაცხადა ვატუნინმა

შეგახსენებთ,რომ შენგელიას დებიუტი 23 აგვისტოს ნურ-სულთანში შედგება.

VTB ლიგის მატჩში მოსკოვური კლუბი „ასტანას“ დაუპირისპირდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები