როგავას ახალი გამოწვევა - კალათბურთელი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
Aa
Aa

როგავას ახალი გამოწვევა - კალათბურთელი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, რომელიც ბოლო 5 სეზონია, თბილისის “ოლიმპის” ღირსებას იცავდა, რუმინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. როგავა თბილისური გუნდის კაპიტანი და ლიდერი იყო, რომელსაც ილიას ზუროსი სისტემატიურად იწვევდა ეროვნული ნაკრების კემპზე და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე ის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

რუმინული “ტარგუ ჯიუ” როგავასთვი პირველი უცხოური გუნდი იქნება. ქალაქ მურეშის გუნდი რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს და გასულ, კორონავირუსის გამო დაუსრულებელ სეზონში გამართული 17 მატჩიდან 6 მოიგო. ამ შედეგით “ტარგუ ჯიუ” 16-გუნდიან ლიგა “ნაციონალაში” მე-14 ადგილზე იმყოფებოდა. 

ძალიან ბედნიერი ვარ,რომ აქ ვიმყოფები. რუმინეთში გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე,რომ ვიცი რუმინეთის ჩემპიონატის სიძლიერე. მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი საქართველოში სუპერლიგაში და დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთი შესანიშნავი ადგილია ჩემი კარიერის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, რთული ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ თამაში. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა რაც შეიძლება მეტი თამაში მოიგოს. აღმოვაჩინე, რომ ხალხს უყვარს სპორტის ეს სახეობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს თამაშებს უამრავი მაყურებელი მოვა და ვეღარ ვითბენი ისე მინდა სავსე დარბაზის ხილვა.“ - განახცადა როგავამ

როგავამ გასულ სეზონში სუპერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.1 ქულას, 4.7 მოხსნას, 4.4 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებდა. თითქმის ანალოგიური შედეგიანობა ჰქონდა როგავას 2018-2019 წლების სეზონშიც, რაც მის სტაბილურობაზე მიანიშნებს. რუმინეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის დაწყება ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები