გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "ამ მატჩისთვის ჩვენ რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ"

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთალიგაზე „რეალთან“ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ეს ყველაფერი კარგად ესმით.

„თუ, ფეხბურთელებს „შიმშილის გრძნობა“ (მოტივაცია) არ ექნებათ, მაშინ პრობლემები შეგვექმნება. ამ მატჩისთვის ჩვენ რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ. საუბარი მაქვს ძლიერ სურვილზე.

მათ იციან „რეალის“ შესახებ, მათ იციან იმ ხარისხის შესახებ, რომელსაც მადრიდელები ყველა ასპექტში ფლობენ. ბიჭებმა ევროსარბიელზე გამოსვლა იციან და ამ ყველაფრის შესახებ კარგადაც ესმით. მათ, ბოლო წლების ფინალები ნახეს და იციან რასაც წარმოადგენს „რეალი“. ამიტომ, არ ვთვლი, რომ მათთვის რაიმე განსაკუთრებულის თქმა დამჭირდება.

ტაქტიკა ამ მატჩს ვერ მოიგებს. ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენშია. კლუბი, მოთამაშეები და ყველა ჩვენგანი. ეს ყველაფერი ერთად, წინსვლის საშუალებას მოგვცემს. მსგავსი ტიპის მატჩები ასეთია - ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, რომლის მოგებაც თითოეული მოთამაშის სურვილია“.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 7 აგვისტოს უნდა შედგეს, თუმცა შესაძლოა შეხვედრა გადაიტანონ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით ესპანეთიდან ინგლისში ჩასულ ნებისმიერ პირს კორონავირუსის პანდემიის გამო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

აქედან გამომდინარე არის მოლოდინი, რომ გუნდები პირდაპირ პორტუგალიაში გაემგზავრებიან და შეხვედრა ლისაბონში შედგება, ისევე როგორც რვათა ტურნირია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები