Aa
Aa

Covid-19-სგან თავისუფალი გარემო - NBA-მ ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგები გამოაქვეყნა

NBA-მ და NBA-ის კალათბურთელთა ასოციაციამ სეზონის განახლებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორონავირუსის ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგები გამოაქვეყნეს.

21 ივლისიდან მოყოლებული, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ საერთო ჯამში 344 მოთამაშე შეამოწმა და Covid-19 არცერთ მათგანს დაუდგინდა. ზედიზედ ორი კვირაა NBA-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც რესტარტისთვის უმნიშვნელოვანესია.

NBA-ის კომისარი, ადამ სილვერი დარწმუნებულია, რომ ლიგის მიერ შემუშავებული პროტოკოლი კამპუსში Covid-19-სგან თავისუფალი გარემოს გარანტი იქნება. სილვერის თქმით, სეზონი კიდევ ერთხელ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში კორონავირუსის გავრცელება მასშტაბურ სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ NBA რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ხვალ გამთენიისას დაბრუნდება. თბილისის დროით 02:30-ზე „ნიუ ორლეან პელიკანსისა“ და „იუტა ჯაზის“ შეხვედრაა ჩანიშნული. 05:00-ზე კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ შერკინებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები