Eurohoops-მა შენგელიას ტრანსფერი ევროლიგაში საუკეთესოდ დაასახელა
Aa
Aa

Eurohoops-მა შენგელიას ტრანსფერი ევროლიგაში საუკეთესოდ დაასახელა

ევროპულ კალათბურთზე ორიენტირებულმა ვებგვერდმა, Eurohoops.com-მა ევროლიგის გუნდების მიერ ამ ზაფხულს გაჩარხული 10 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა. თორნიკე შენგელიამ, რომელიც „ბასკონიადან“ ცსკა-ში გადავიდა, სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

„ორი აზრი არაა, რომ ჩვენს ტოპ 10-ში პირველი ადგილი ბასკონიას ლიდერის, თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს ეკუთვნის. თოკოს გადასვლით გუნდის ფილოსოფია შეიცვლება და გაიზრდება შანსი, რომ ცსკა-მ 2019 წელს მოპოვებული ევროლიგის ტიტული შეინარჩუნოს. ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დიმიტრის იტუდისს 28 წლის ქართველ მძიმე ფორვარდთან ერთად, რამდენიმე სქემის შემუშავების ვარიანტი ექნება“, - წერს Eurohoops.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას გარდა, ტოპ 10-ში ნიკ კალატესი („პანათინაიკოსიდან“ „ბარსელონაში“), კოსტას სლუკასი („ფენერბაჰჩედან“ „ოლიმპიაკოსში), ნიკოლა მილუტინოვი („ოლიმპიაკოსიდან ცსკა-ში), მალკოლმ დილეინი („ბარსელონადან“ „მილანში“), დერიკ უილიამსი („ფენერბაჰჩედან“ „ვალენსიაში“), ლუიჯი დატომე („ფენერბაჰჩედან“ „მილანში“), კაილ ჰაინსი (ცსკა-დან „მილანში“), ნიკოლა კალინიჩი („ფენერბაჰჩედან“ „ვალენსიაში“) და გრეგ მონრო („ბაერინიდან“ „ხიმკიში“ მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები