„თანასწორობა
Aa
Aa

„თანასწორობა" გვარის ნაცვლად - ბითაძე ანტირასისტულ კამპანიას შეუერთდა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე სეზონის განახლების შემდეგ, საკუთარ მაისურზე გვარის ნაცვლად სიტყვა Equality-ის (თანასწორობას) დაიწერს.

როგორც მოგეხსენებათ, NBA-მ კალათბურთელებს მაისურებზე ანტირასისტული სლოგანების განთავსების უფლება მისცა და მოთამაშეებმა თავად გადაწყვიტეს რა სიტყვა ან ფრაზა გამოეყენებინათ. კალათბურთელებს საკუთარი გვარის დატოვებაც შეეძლოთ და რამდენიმე მათგანმა ეს გააკეთა კიდეც.

IndyStar-ის ინფორმაციით, გოგამ და მისი თანაგუნდელების უმრავლესობამ ანტირასისტულ კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტეს და მაისურებზე სხვადასხვა სლოგანს დაიწერენ.

ჯერემი ლემბი - Black Lives Matter

ვიქტორ ოლადიპო - Black Lives Matter

გოგა ბითაძე - Equality (თანასწორობა)

ტი ჯეი მაკკონელი - Equality

ტი ჯეი ლიფი - Equality

დაგ მაკდერმოტი - Equality

ნაზ მიტრუ-ლონგი - Equality

დომანტას საბონისი - Mes Lygus (თანასწორობა ლიეტუვურად)

ედმონდ სამნერი - Equality

ჯაკარ სემპსონი: - Freedom (თავისუფლება)

მალკოლმ ბროგდონი - I Can't Breathe (ვერ ვსუნთქავ)

ალიზ ჯონსონი - Justice (სამართლიანობა)

ტი ჯეი უორენი - Justice

მაილს ტერნერი - Respect Us (პატივი გვეცით)

ჯასტინ ჰოლიდეი - Say Their Names (თქვით მათი სახელები)

ბრაიან ბოუენი II – Vote (ხმის მიცემა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები