იორიკირი  - ტოჩინოშინმა კაჩი კოში გაიფორმა !
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩინოშინმა კაჩი კოში გაიფორმა !

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩირომარუ იყო, რომელმაც ლევან გორგაძესთან შეხვედრამდე მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვა და უარყოფითი ბალანსი გარანტირებული აქვს.

ტოჩინოშინმა ჩიომარუს იორიკირით სძლია, ერთი წლის შემდეგ ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსი დააფიქსირა და კაჩი კოში გაიფორმა. ლევან გორგაძემ 8 გამარჯვება მოიპოვა და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ჩიომარუს სამჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. მეოთხე დაპირისპირებისას ქართველმა ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელიც მე-5 მაეგაშირაა და საწყისი 12 შეხვედრიდან 7 მოიგო და 5 მარცხი განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები