ნემსაძე: ''თუ საქმეს და მეგობრობას არ გამიჯნავ, წარმატებას ვერ მიაღწევ''
Aa
Aa

ნემსაძე: ''თუ საქმეს და მეგობრობას არ გამიჯნავ, წარმატებას ვერ მიაღწევ''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერის, გორის ''დილას'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ საკუთარ სამწვრთნელო ფილოსოფიასა და მუშაობის მთავარ პრინციპზე ისაუბრა, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში საქმისა და მეგობრობის გამიჯვნას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი, 48 წლის სპეციალისტი გიორგი ნემსაძე გადაცემა ''ტაიმაუტს'' ესაუბრა.

''ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია შემტევ ფეხბურთს გულისხმობს, რადგან ნაკლებად იღებ დარტყმას საკუთარ კართან. ნათქვამია, რომ საუკეთესო დაცვა შეტევაა, მაგრამ შეტევის დროს უნდა აკონტროლებდე ვითარებას, რომ არ მიიღო კონტრშეტევა.

ქართული მენტალობიდან გამომდინარე აქცენტს შემტევ ფეხბურთზე ვაკეთებ, რაც მეტ აზროვნებას მოითხოვს ვიდრე მაგალითად ბრიტანული ფეხბურთი.

წარმატების საფუძველი დისციპლინაა. თუ საქმე და მეგობრობა ერთმანეთში აირია, რაც საქართველოში ხშირად ხდება, ვითარება ქაოსური ხდება, რაც გუნდის გამოსვლაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ მე საქმე საქმედ მაქვს დაყენებული, თუმცა მეგობრობასაც თავისი დრო აქვს. თუ საქმე და მეგობრობა არ გამიჯნე, წარმატება გამორიცხულია.

ფეხბურთს მთელი გულით ვუდგები და მინდა გულშემატკივარმა ჩემი გუნდის თამაშით ისიამოვნოს. ამ პრინციპს ვერ ვუღალატებ. როცა საქმეა, საქმე უნდა იყოს. ვინც ამ პრინციპის წინააღმდეგია, მე მათი მტერი ვარ.''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში გორის ''დილა'' სტუმრად ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება. მატჩი 2 აგვისტოს, ''მიხეილ მესხზე'' 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები