გუარდიოლა სილვაზე
Aa
Aa

გუარდიოლა სილვაზე" ''უნიკალური და განსაკუთრებულია, მისი შემცვლელის პოვნა გაგვიჭირდება''

''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა აღიარებს, რომ დავიდ სილვას ''ეტიჰედიდან'' წასვლის შემდეგ მისი შემცვლელის პოვნა ძალიან რთული იქნება.

''ძალიან რთულია სილვას სტილისა და მისი დონის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება. მისი საფეხბურთო კლასი უნიკალური და განსაკუთრებულია, შეზღუდულ სივრცეებში მოძრაობის შესანიშნავი უნარი აქვს. მასთან მუშაობის ოთხწლიან პერიოდში გამაოცა და დამარწმუნა იმ ფაქტმა, რომ მოედანზე ყოფნისას მეტოქის დაჯაბნის, მეტოქესთან კონკურენციაში შესვლის დიდი უნარი აქვს.''

პეპ გუარდიოლამ მადრიდის ''რეალთან'' მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა: ''სამეფო კლუბთან'' ტაქტიკურ ცვლილელებსა და სიურპრიზებს არ ვგეგმავთ, რადგან მეტოქემ კარგად იცის რა შეგვიძლია და როგორც ვთამაშობთ.

მადრიდში გამარჯვების მიუხედავად არ ვფიქრობ, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს. ასეთ ვითარებაში დაპირისპირების თავის სასარგებლოდ შემოტრიალება დიდ გუნდებს შეუძლიათ. მაგალითად, ''ბარსელონასა'' და მიუნხენის ''ბაიერნს.''

როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ჩემს გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მსურს კიდევ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. თუ ვერ მოვიგებ, შედეგი წარუმატებელი იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის შესრულებას ვეცადო.''

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში, 7 აგვისტოს ''მანჩესტერ სიტი'' ''რეალს'' დაუპირისპირდება. მადრიდში გამართული შეხვედრა მანჩესტერული გუნდის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები