ჩიმაევი: „ირლანდიაში ჩავედი და კონორი უნდა მეცემა, მაგრამ პოლიციამ დამაკავა
Aa
Aa

ჩიმაევი: „ირლანდიაში ჩავედი და კონორი უნდა მეცემა, მაგრამ პოლიციამ დამაკავა"

UFC-ის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხამზატ ჩიმაევმა 2018 წელს მომხდარი საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა. შვედეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლის თქმით, იგი ირლანდიაში გაემგზავრა და სურდა, კონორ მაკგრეგორს ფიზიკურად გასწორებოდა. ამის მიზეზი კი კონორის მიერ ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით გაკეთებული განცხადებები გახლდათ.

არ მახსოვს, მაშინ სამოყვარულო დონეზე გამოვდიოდი, თუ პროფესიონალი ვიყავი, რომლის ანგარიშზეც 1 ბრძოლაში 1 გამარჯვება იყო. იმ პერიოდში კონორმა ხაბიბს შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა ამისა, ერთ ჩეჩენ მებრძოლზე ამბობდა, რომ იგი სპარინგისას ნოკაუტში ჩააგდო.

ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ირლანდიაში წასვლა გადავწყვიტე. მინდოდა, კონორს ქუჩაში ან სპორტდარბაზში შევხვედროდი და მეცემა, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებდა.

ირლანდიის ერთ-ერთ აეროპორტში ჩასვლისთანავე პოლიციელებმა დამაკავეს. მათ მითხრეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მქონდა და განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც რვა საათი გავატარე და ჩემთვის საჭმელიც არ მოუტანიათ. ამის შემდეგ, კი მომახსენეს, რომ შვედეთში უნდა დავბრუნებულიყავი. კონორთან შეტაკება მინდოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა".

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი UFC-ის ქომაგთა ყურადღების ცენტრში „მებრძოლთა კუნძულზე“ გამართული ღონისძიებების შემდეგ მოექცა, სადაც მან რამდენიმე დღის ინტერვალით 2 გამარჯვება გაიფორმა. გულშემატკივრები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და უკვე „მეორე ხაბიბად" მონათლეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები