Aa
Aa

საფრანგეთის ლიგის თასი - პსჟ-მ ლიონი პენალტების სერიაში დაამარცხა

საფრანგეთის თასის მოგების შემდეგ, პსჟ-მ მიმდინარე კვირაში მეორე ტიტული გაიფორმა და „ლიონს“ ლიგის თასის ფინალი მოუგო.

ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა და ტიტულისთვის ბრძოლა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაგრძელდა, სადაც უფრო ზუსტი ტომაშ ტუხელის ბიჭები გამოდგნენ - 6:5.

პენალტების სერიის ანტიგმირი ბერტრან ტრაორე გამოდგა, რომელმაც ერთადერთი არაზუსტი დარტყმა შეასრულა.

პსჟ-მ ლიგის თასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო და მაჟორულ ნოტაზე მყოფი ტუხელის გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებაზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიგის თასის გათამაშება მეტად აღარ გაიმართება და პსჟ მისი ბოლო გამარჯვებული გახლავთ. პარიზელებმა 2019-2020 წლების სეზონში სამივე საშინაო ტურნირი მოიგეს და ჰეთ-თრიკი შეასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები