დაბრუნება ბელგიაში? - ზარანდიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
Aa
Aa

დაბრუნება ბელგიაში? - ზარანდიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

''ზულტე ვარეგემის'' ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია თანაგუნდელ ომარ გოვეასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, თუმცა ყველაფერი კარგადაა, ქართველი ლეგიონერი არ დაზიანებულა და თავს კარგად გრძნობს. ავტომობილს ომარ გოვეა მართავდა, რომელიც ზარანდიას მსგავსად კარგად მდგომარეობაშია.

''ტობოლში'' გატარებული პერიოდის შემდეგ ფეხბურთელი ბელგიაში დაბრუნდა.CrystalSport-ის ცნობით ზარანდიას ''ზულტე ვარეგემში'' დარჩენის შანსი უფრო მეტია ვიდრე სხვა კლუბში გადასვლის. ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მათთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

24 წლის ზარანდია 2019 წლის ზაფხულში პოლონური ''არკადან''  ''ზულტე ვარეგემში'' გადავიდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა  ბელგიურ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კარიერა ყაზახურ კლუბს დაუკავშირა.

მიმდინარე წლის თებერვალში ბელგიურმა გუნდმა ქართველი ''ვინგერი'' ყაზახურ კლუბში გაანათხოვრა. ზარანდიამ ''ტობოლის'' მაისურით სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზახურ გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და ზაფხულში ბელგიაში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები