Aa
Aa

"არასდროს იცი რა მოხდება", - პოჩეტინომ ბარსელონას მიმართ "ჩვენება შეცვალა"

„ესპანიოლისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ El Pais-თან ინტერვიუში მისი ყველაზე ცნობილი განცხადება გაიხსენა, როდესაც არგენტინელმა „ბარსელონას“ მისამართით არც ისე თბილად ისაუბრა და კატალონიური კლუბის გაწვრთნა სამუდამოდ გამორიცხა.

პოჩეტინომ თავისი პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ მისი სიტყვები არაც ისე სწორად გადმოსცეს, პლუს ამას, იგი რეალურად ასე არ ფიქრობს:

„ჩემი ნათქვამი შესაბამისად ვერ გადმოსცეს. „ბარსელონას“ შეურაცხყოფა არ მინდა. ბევრი რამ შეიძლება განსხვავებულად თქვა.

დღეს რასაც წარმოვადგენ „ესპანიოლის“ დამსახურებაა, თუმცა ამპარტავანი ადამიანი არ ვარ და ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება არ მიყვარს. ალბათ, მსგავს რამეს აღარ გავაკეთებ, რადგან არასდროს იცი ცხოვრებაში რა მოხდება“.

როგორ ცნობილია, „ბარსელონა“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და პოჩეტინო კანდიდატებს შორის სახელდებოდა კიდეც, თუმცა კიკე სეტიენის დანიშვნის შემდეგ, მისი გვარი პრესაში აღარ გამოჩენილა. ძირითადად „ბარსას“ ჩავის, რონალდ კუმანსა და ლორან ბლანს უკავშირებენ, თუმცა ამ კომენტარის შემდეგ, შესაძლოა სიას პოჩეტინოც შეემატოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები